ტელეწამყვანი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარ გამომწერებს ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ყოველდღიური რჩევით. ამჯერად მან გოგონების გახარება კაბების ჩუქებით გადაწყვიტა. ალექსანდრას თქმით, კაბები მხოლოდ ერთხელ ეცვა და გამარჯვებულებს გათამაშების მიხედვით გამოავლენს.
"ამასობაში ორი კაბა გავაჩუქე უკვე და კიდევ მინდა, რომ ბევრი გავაჩუქო. ეს კაბები მხოლოდ ერთხელ მაქვს ჩაცმული, ძალიან მოვლილ და კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება ბირკა არ აქვს, მაგრა რა მნიშვნელობა აქვს? მინდა, რომ ბანკეტამდე ბევრი გოგო გავახარო. ბევრი კაბა მაქვს ძალიან და გამოქვეყნებულ ფოტოებში მიმიწერეთ, რომელიც გინდათ, რომ გავათამაშო და გავაჩუქებ", - აღნიშნავს ალექსანდრა "ინსტაგრამ სთორიში".