
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მესამე მალე შვილის დედა გახდება. ამის შესახებ მან საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა. ნუკას თქმით, ორსულ ქალებს რომელი მამაკაცებიც უძლებენ, მედალი ეკუთვნით.
„ჩვენს მრავალ დღესასწაულებს კიდევ ერთს მივამატებდი, "ორსული ქალის გაძლების დღეს". ყველა მამაკაცს, ვინც გმირულად უძლებს ამ ყველაფერს, გადავცემდი ოქროს მედლებს წარწერით "მას ეს გამოუვიდა".
ჰორმონების გეიმინგს რა ვუთხარი, ჩემს თავს მე ვეღარ ვიტან უკვე. მადლობელი, ნახვამდის“.
ნუკა კვალიაშვილი მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ის და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. ნუკას პირველი ქორწინების დროს ორი შვილი
შეეძინა. გოჩა მისთვის მეორე მეუღლეა, რომლისგანაც მესამე შვილს ელოდება.