იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ვაჟი სვეტიცხოვლის ტაძარში მოინათლა

Image

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ვაჟი გაქ­რის­ტი­ან­და. რო­გორც ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, ნათ­ლო­ბა 31 მა­ისს, სვე­ტი­ცხო­ველ­ში გა­ი­მარ­თა.

 

ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ პა­ტა­რა ბაგ­რა­ტის ნათ­ლი­ე­ბი აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე და ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი არი­ან.

 

"გაქ­რის­ტი­ან­და ჩვე­ნი ბაგ­რა­ტი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ორ­შა­ბათს 31 მა­ისს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა ჩვე­ნი ბაგ­რა­ტის ნათ­ლო­ბა.

 

ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო აღას­რუ­ლა მე­უ­ფე და­ვით­მა, აბბა ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი.ალა­ვერ­დის ეპარ­ქია / Diocese of Alaverdi ბაგ­რატს ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი ეწო­და, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მეფე, წმი­და კე­თილ­მსა­ხუ­რი მეფე ბაგ­რატ III, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი­სა.

"ბაგ­რატ III სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლოა. თავ­და­პირ­ვე­ლად ბაგ­რატ III აფხაზ­თა მეფე იყო,"X სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში წვრილ პო­ლი­ტი­კურ ერ­თე­უ­ლე­ბად დაშ­ლი­ლი ქვე­ყა­ნა მან ერთი მო­ნარ­ქი­ის ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს. სა­ქარ­თვე­ლო­ე­ბად და­ყო­ფი­ლი ქვე­ყა­ნა ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოდ აქ­ცია" - წერს ის­ტო­რი­კო­სი, Jaba Samushia.

"მე­მა­ტი­ა­ნე ქარ­თლი­სა­ი­სა“ ავ­ტო­რი ბაგ­რატ III-ზე წერს, „შემ­დგო­მად დი­დი­სა მე­ფი­სა ვახ­ტანგ გორ­გას­ლი­სა არა­ვინ გა­მო­ჩე­ნილ არს სხუ­აი მსგავ­სი მისი დი­დე­ბი­თა და ძა­ლი­თა და ყოვ­ლი­თა გო­ნე­ბი­თაი.ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით მას ასე ახა­სი­ა­თებს: „ბაგ­რატ III გა­სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის პატ­რო­ნი იყო, მხნე და ახო­ვა­ნი, შე­უ­პო­ვა­რი, სას­ტი­კი, გამ­სჭვა­ლუ­ლი მხო­ლოდ ერთი მიზ­ნით, ერთი აზ­რით, ერთი იდე­ით - შე­მო­ეკ­რი­ბა თა­ვი­სი სკიპტ­რის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი პა­ტა­რა სა­მე­ფო­ნი თუ სა­ე­რის­თა­ო­ნი.

ნათ­ლო­ბის შემ­დეგ, იუ­ნეს­კოს პრო­ექ­ტის 'სვე­ტი­ცხოვ­ლის ეზოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის' ფარ­გლებ­ში, ბაგ­რა­ტის სა­ხელ­ზე და­ირ­გა ზე­თის­ხი­ლის ათას­წლო­ვა­ნი ხე, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ზე­თის­ხი­ლის ხის გვერ­დით, რაც ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია.

პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია წა­რი­მარ­თა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, ტა­ძარ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქნა ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს ვინც ეს­წრე­ბო­და ნათ­ლო­ბას, ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა 1 დღით ადრე PCR მე­თო­დით. ეს დღე ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია" - წერს ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !