
დღეს, 1 ივნისს რადიო „დარდიმანდი“ იუბილარია. იგი უკვე 10 წელია მაუწყებლობს.
რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა. ეს არის ქართული რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს აერთიანებს. პირდაპირ ეთერში მომუშავე წამყვანები მსმენელებს ხალისიან გაწყობას უქმნიან და მათ ქართული სულით ავსებენ.
რადიო “დარდიმანდი”-ს ფორმატი მუსიკალურ-გასართობი ხასიათისაა. მას, ვისაც ქართული მუსიკა უყვარს, 97.1-ზე შესაძლებლობა ეძლევა 24 საათის განმავლობაში ყველა დროისა და ჟანრის ქართული სიმღერა მოისმინოს და საუკეთესო დარდიმანდული განწყობა შეიქმნას. რადიო “დარდიმანდი” ჟღერს ქართულად.
მედია ჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“ ულოცავს „დარდიმანდს“ 10 წლის იუბილეს.