
რამდენიმე კვირის წინ სამეფო ოჯახის ყოფილმა წევრმა პრინცმა ჰარიმ ჯეიმს კორდენთან ერთად The Late Late Show-ში მათ ცხოვრებაზე ისაუბრა.
ინტერვიუს პროცესში ჰარიმ ასევე ახსენა, რომ მეგანი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და მათ ცხოვრებაში არჩის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა. როგორც სამეფო ოჯახის ყოფილი წევრი აღნიშნავს, ვაჟის პირველი სიტყვა, გაგიკვირდებათ და არა დედა და მამა, არამედ ‘crocodile’, იგივე ‘ნიანგი’ იყო.