
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გორის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისგამო 23 მარტის 21:00 საათიდან 24 მარტის 01:00 და 24 მარტის 01:00 საათიდან 05:00 საათამდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.