
ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და არსებობდა გულის გაჩერების მაღალი რისკი. რატიანის თქმით, მდგომარეობა გამოწვეული იყო, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით.
ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით ამ ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.