
შეიძლება ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ ვინ იყო პირველი ქართველი ადამიანი, ვინც გასული საუკუნის დასაწყისში თითქმის მთელ დედამიწას შემოუარა. ეს ადამიანი, ქართველი მეცნიერი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი აკაკი ჭანტურია გახლავთ. სწორედ მის სახელს უკავშირდება „სამეგრელოს მუზეუმის“ დაარსება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ის გახლავთ პირველი ქართველი ვინც გემით იმოგზაურა დედამიწის გარშემო, მოიარა ამერიკა (სამხრეთი, ჩრდილოეთი), ავსტრალია, ახალიზელანდია, ფილიპინები, ინდოჩინეთი, ინდოეთი, არაბეთი, აფრიკა. შემდეგ კი ლონდონის ალმა-მატერს დაუბრუნდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1937 წელს კი დაიწყო მისი დევნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. იგი აიძულეს საკუთარი ძალებით შექმნილი მუზეუმი დაეტოვებინა. მალევე დადიანების საგანძური, რომელიც სასახლეში ინახებოდა გაძარცვეს. ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ კი აკაკი ჭანტურია გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა საოცარი მუზეუმი, რომელიც უკვე ერთ საუკუნეს ითვლის.