
ახალი კრიმინალური დრამა, რომლის გადაღებებიც იტალიური მოდის სახლის ხელმძღვანელის, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ მიმდინარეობს, რიდლი სკოტის რეჟისორობით ეკრანებზე 2021 წლის 24 ნოემბერს გამოვა.
როგორც ცნობილია, House Of Gucci-ში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და ლედი გაგა ასრულებენ, თუმცა ფილმის ახლად გავრცელებულ პაპარაცულ ფოტოებში საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად 49 წლის ჯარედ ლეტომ მიიპყრო, რომელმაც ხანშიშესული პაოლო გუჩის როლი შესანიშნავად მოირგო და წარმოუდგებლად გარდაისახა.