
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს.