
მიუხედავად იმისა, რომ სამყარო უზარმაზარია და მთელი მისი მატერია ქაოსურად არის მიმოფანტული, მასში იმაზე გაცილებით მეტი სტრუქტურაა, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.
წლობით მუშაობის შემდეგ, ასტრონომთა ჯგუფმა ლიონის ასტროფიზიკური კვლევითი ცენტრის ასტრონომის, როლან ბაკონის ხელმძღვანელობით, პირდაპირ გადაიღო ადრეული სამყაროს კოსმოსური აბლაბუდის რამდენიმე ფილამენტი, რომლებიც ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.
ვინაიდან კოსმოსური აბლაბუდას დანახვა ურთულესია, ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა უმეტესობა არაპირდაპირი იყო. შორეული სინათლის გზის გამრუდების საძებნელად, მეცნიერთა ნაწილი მასის მიერ სივრცე-დროის გამრუდებას აკვირდება —ამ მეთოდს გრავიტაციული ლინზირება ეწოდება და მიუთითებდა, რომ კოსმოსური აბლაბუდის ძაფები მის წყაროსა და ჩვენს შორის არის.