
რუსეთის ხელისუფლება მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს უჩივის.
სააგენტო „ტასი “- ის ცნობით ამის მიზეზია იმ ინფორმაციის წაშლაზე უარი, რომელიც სააგენტოს ცნობით, მოზარდებისადმი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მოწოდებებს შეიცავს.
საუბარია რუსეთის ქალაქებში გამართულ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე.
კერძოდ, „ტასის“ ინფორმაციით, შესაძლოა, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ 12-12 მილიონი დოლარით დაჯარიმდნენ. სასამართლოში ასევე შესულია საჩივრები „გუგლის“, „ტიკ-ტოკისა“ და „ტელეგრამის“ წინააღმდეგ.
საქმის განხილვა სასამართლოში 2 აპრილს არის ჩანიშნული.