-
2016-04-05 04:53
Gallup-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და პლუს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.
შედეგების მიხედვით რუსეთს ნომერ პირველ საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა 69% პოლონეთში, ესტონეთში 58%, რუმინეთში 57%, ლიტვაში 46%, ლატვიაში 42%, სლოვაკეთში 17%,, ჩეხეთში 15% და უნგრეთში - 14%.
პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთს მთავარ საფრთხედ განიხილავს გამოკითხულთა 57% უკრაინაში, 48% საქართველოში და 15% - მოლდოვაში. კვლევამ აჩვენა, რომ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში გამოკითხულებიდან რუსეთი მთავარი საფრთხეა 40%-თვის, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის ფედერაციის გამოკლებით, 22%-თვის.
შედარებისთვის: აშშ-ს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოკითხულთა 4%, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის გამოკლებით, გამოკითხულთა 16%.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აშშ-ს მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ ეკიდებიან ბულგარეთსა და სერბეთში. სერბეთში გამოკითხულთა 24% სწორედ აშშ-ს მიიჩნევს მთავარ საფრთხედ. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთში გამოკითხულთა 64%-ს მიაჩნია აშშ პირველი რიგის საფრთხედ, 54% ბელორუსში მიიჩნნევს, რომ მისი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე სწორედ აშშ-ა. იგივე პოზიციაზეა ყაზახეთში გამოკითხულთა 36% და ყირგიზეთში გამოკითხულთა 33%.