NATO-ს მუშტი რუსეთს ყურისძირში

Image

არ შეიძლება! ბევრჯერ უთხრეს - არ შეიძლება ყველას ეჩხუბო და მტრად და ფაშისტად გამოაცხადოო. არ ქნა რასაც შვები! ხელის შემობრუნება იციან მაგათმაო. არ დაიჯერა. ხან საქართველოს დაესხა და გაძიძგნა, ხან უკრაინას, ხან მოლდავეთს, ხან ვის და ხან ვის. არ დატოვა დაუჩაგრავი და დაუმქრების გარეშე არავინ.

 

მგონი ნიგერიის, სომხეთის და ნაურუს გარდა. ხან ბირთვული ფერფლით იმუქრებოდა. ხან ვის წაეკინკლავა და ხან ვის წაუთაქა. მერე ერთხელაც თურქეთმა წაუმიგა ყურის ძირში. სხვებმაც ამოიღეს ცოტ-ცოტა ხმა. შეერთებულებმა კი მუშტიც დაანახა, თითიც დაუქნია და როგორც ეტყობა პანჩურსაც არ დაამადლებს.

 

აპაა! არაო. მე ვარ და ჩემი ბუშლატიო. ზუსტად ისე მოიქცა, როგორც შურიან კაცს მეზობლის ახალი ფანჯრები არ მოეწონა და საკუთარ სახლში ბომბი ააფეთქა - შუშებს ჩავუმტვრევო. სხვისი ხომ არ გაიგონა და არ გაიგონა, საკუთარი კლასიკოსის - ტოლსტოი ლევ ნიკოლოზის ძისაც ვერ შეიგნო. „რუსი ხალხი ცხოვრობს სხვის ჯინაზე და საკუთარი თავის საზიანოდო“.
ხომ ბევრჯერ გააფრთხილეს? - გააფრთხილეს. არაო ხომ? - არაო. ჰოოდა ...

 

პანჩურიზაციის ტენდენცია შარშან დაიწყო. სანქციები დაარქვეს. არ ეშველა. მაინც ჩემ ჭკუაზე უნდა იაროთ ყველამო. ამ ყველამ ჭკუა რომ ვერსად დაინახა თავად იხმარა და დაიწყო.

 

ახლა კი ვნახოთ რა დაიწყო:

 

ფინეთი - 2 მაისი. 2016 წელი. დასახლება „ნიინისალო“. მოსკოვიდან 1 000 კილომეტრში დაიწყო სამხედრო სწავლებები რომელშიც მონაწილეობს: 2 300 ფინელი და 185 ამერიკელი სამხედრო, ასეულობით სამხედრო ტექნიკა. მათ შორის ოცამდე ამერიკული ჯავშანმანქანა Stryker. ფინეთი სერიოზულად განიხილავს „NATO“-ში გაწევრიანების საკითხს.

 

შვედეთი - 2016 წლისთვის შეერთებული შტატები გეგმავს მის ტერიტორიაზე სარაკეტო-საზენიტო კომპლექს Patriot-ის განლაგებას. თუ აშშ გეგმავს, განალაგებს კიდევაც და დაალაგებს კიდევაც. „პეტრიოტთან“ თამაშს კი რუსულ მფრინავ უნიტაზებს ნამდვილად არ ვურჩევ. ტყუილად არ დაუხარჯიათ მის შესაქმნელად 2 მილიარდზე მეტი. 100 კმ-ზე ახლოს და 25 კმ-ზე დაბლა ნუ მიეკარები თორემ ზუსტად 11 წამი და „... Земля в иллюминаторе...“.

 

ესტონეთი - წელსვე იგეგმება ნატო-ესტონეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება - „Spring Storm“. მოტომსროლელთა რამდენიმე ბრიგადა, ფეხოსანთა ბატალიონი და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები. სწავლებაში ჩართული იქნება ავიაციაც. უკვე დისლოცირებულია ამერიკული გამანადგურებლები F-15, სატრანსპორტო ვერტმფრენები „CH-47 Chinook“, საბრძოლო კონვერტოპლანები „Bell V-22 Osprey“ და ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „Eurofighter Typhoon“. ესტონეთის შეიარაღებული ძალები და სამოქალაქო თავდაცვის ყველა სისტემა კი სრულ საომარ მზადყოფნაშია მოყვანილი.
ლატვია - დამთავრდა სწავლება „Summer Shield“. მონაწილეობდა: ლატვიის,ლიტვის,გერმანიის,კანადის და შეერთებული შტატების 1 500 სამხედრო პირი.

 

პოლონეთი - პოლონეთის გენერალურ შტაბს გადაწყვეტილი აქვს არმიის შემადგენლობის ერთნახევარჯერ გაზრდა. ამის გარდა, გამოცხადებულია ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებში მობილიზაცია. უახლოეს მომავალში მოხდება 17 ბრიგადის ფორმირება, საერთო რიცხვოვნობით 35 000 მებრძოლი. ასევე გადაწყვეტილია დამატებით 200 ჯავშანტრანსპორტიორ „Rosomak 8×8“. 30%-ით გაზრდილია თავდაცვის ხარჯები. 2013--2014 წლებში შეიქმნა არმიის სრული მოდერნიზირების გეგმა და გამოიყო 42 მილიარდი ევრო. საჰაერო დრონებიდან დაწყებული წყალქვეშა ნავებით დამთავრებული. მათ შორის ბევრი საჭირო და რუსეთისთვის ჯერ უნახავი რამ არის. აშშ პოლონეთში განათავსებს მძიმე სამხედრო ტექნიკის 600 ერთეულს.

 

ზოგადად კი ხორციელდება აშშ-ს სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ევროპაში 1 200 ერთეული მძიმე ტექნიკის გადასროლა. მათ შორის 240 ტანკია.

 

ჩეხეთი - ერთნახევარჯერ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი.

 

ბულგარეთი - ჩატარდება 70-ზე მეტი სამხედრო სწავლება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალები. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტ სხვა სწავლებაში, რომლებიც ქვეყნის გარეთ ჩატარდება. მათ შორის: საბერძნეთში, რუმინეთში, ალბანეთში, პოლონეთში, გერმანიაში და ყველგან სადაც მოისურვებს და სულაც არ აინტერესებს რუსეთის და მისი დაქანცული ჯაგლაგის გამომეტყველების მქონე მინისტრის აზრი.

 

რუმინეთი - სამხედრო ხარჯები გაზარდა ერთნახევარჯერ. გააძლიერა ფლოტი ახალი საბრძოლო ხომალდებით და ოთხჯერ გაზარდა ამისთვის გამოყოფილი სახსრები. რუმინეთმავე შესთავაზა ნატოს, შავ ზღვაში განათავსოს ნატოს ახალი ფლოტი. შეიქმნას ახალი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება, რომელშიც ბუქარესტს სურს შავი ზღვის რეგიონში იხილოს: აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი, გერმანიის, იტალიის, თურქეთის, უკრაინის და საქართველოს ძალებიც.

 

ესპანეთი - 2015 წელს შეიარაღების მოდერნიზაციაზე დახარჯა 8 მილიარდი ევრო. 40%-ით მეტი, დაგეგმილ 5,76-თან შედარებით.
როგორც The Wall Street Journal იუწყება, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში,რუსეთის საზღვართან ახლოს ნატომ 4 000-ზე მეტი ჯარისკაცი გადაისროლა. 2 ბატალიონი ამერიკული და თითო-თითო დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის არმიებიდან. ნატო აღმოსავლეთ ევროპაში განათავსებს სწრაფი რეაგირების ექვს შტაბს. ადრე არსებულის რიცხვოვნობა გაორმაგდება და 30-40 ათასს მიაღწევსო. ასე გვითხრეს.

 

კანადა - უკანასკნელი 10 წელია ეს სახელმწიფო თავს იკავებდა მსგავს პროგრამებში რაიმე მონაწილეობისაგან, მაგრამ ახლახანს იგი შეუერთდა აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას.
საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი - ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შესამჩნევად გაზარდა ამ ქვეყნების მიმართ სამხედრო დახმარების რაოდენობა და სერიოზულად უწყობს ხელს მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. მოლდავეთში ჩატარდება აშშ-სთან ერთობლივი წვრთნები.

 

ჩერნოგორია - 2017 წლისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებას აკეთებს ქვეყნის პრემიერმინისტრი.
ისრაელი, იორდანია და ბახრეინი - ხსნიან თავიანთ წარმომადგენლობებს ნატოში.

 

გერმანია - მერკელმა იაპონიას ნატოში გაწევრიანება შესთავაზა. ახლა როგორ ფიქრობთ? იაპონიას რომ არ ქონოდა ამის სურვილი, მერკელი უპრაგონოდ იტყოდა და სინდზო აბე შეცბუნებული იუარებდა?

 

--- აქამდე შესავალი იყო. ახლა კი თავად სავალი. ---

 

ნატოს ძირითადი დამრტყმელი ძალის, აშშ-ს სამხედროების რაოდენობა ევროპაში ამ მომენტისთვის დაახლოებით 60 ათასს შეადგენს. აქედან მხოლოდ ნახევარია საბრძოლო ნაწილები, დანარჩენი კი დამხმარე ქვედანაყოფები და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებია. ეს 15%-ით ნაკლებია იმასთან შედარებით, ვიდრე ცივი ომის პერიოდში ყავდა აშშ-ს ევროპის ტერიტორიაზე.

 

საინტერესოა, რომ შტატები ამ დანაკლისის შევსებას ჯერ არ ცდილობს, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ჯერ. ამჟამად ევროპაში მხოლოდ დამხმარე და უზრუნველყოფის ძალები და შტაბები თავსდება. თუმცა აქვეა საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის 1 500 კაციანი დაჯგუფება. ეს ის ძალაა, რომელიც ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მოიგერიებს სანამ ძირითადი ძალების დისლოცირება მოხდება. ჯერ-ჯერობით კი მიმდინარეობს ლოჯისტიკის გამართვის, ბაზების მშენებლობის სამუშაოების, აეროდრომების და პორტების მომზადების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება. ამისათვის აშშ-მ 3,4 მილიარდი გამოყო. სამხედრო შეიარაღებისა და ამუნიციის დამატებითი სასაწყობე მეურნეობები განთავსდა

 

ნორვეგიაში, ისრაელში, საუდის არაბეთში, გერმანიაში, ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მაგალითისთვის - მიწისქვეშა კომპლექსი ნორვეგიაში, ტრონჰეიმი. 65 ათასი კვ.მ. 8 ხელოვნურ შახტაშია განაწილებული. კლიმატ-კონტროლით, შეიარაღების სრული პაკეტით და 18 000 სრულად აღჭურვილი ფეხოსნით. სრულად აღჭურვაში იგულისხმება 30 დღე-ღამე ბრძოლისათვის განკუთვნილი: მძიმე ტექნიკის 400-დან 1 000 ერთეულამდე. 300 კონტეინერი ამუნიციით, ტყვია-წამალი, საწვავი, პროდუქტი, წყალი და 800 გასართობი ვიდეო ფაილიც კი.

 

პოლონეთი,ბულგარეთი,რუმინეთი,ფინეთი და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ემზადებიან 4 სრულად დაკომპლექტებული დივიზიის განთავსებისთვის. საბოლოოდ მხოლოდ აქ შესაძლებელია 14 დღეში 300 000 ჯარისკაცის განთავსება. ოფიციალური ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, 122 საათში მოხდება: 144 ერთეული - F-16; 78 ერთეული - F-15 და 32 - F-22 საფრენი აპარატების გადასროლა. დასავლეთ ევროპაში ისედაც განლაგებულია აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების 7 ესკადრილია. ჯერ-ჯერობით თურქეთს არ ვანგარიშობთ. არა და აზიაში ნატოს ყველაზე კარგად შეიარაღებული წევრი თურქეთია.

 

ნატოს ინსპექტირება გაიარა ბათუმის საზღვაო პორტმა და მიიღო კიდევაც აბრამსების ერთი პარტია. მიიღო, გაატარა და ახლა ვაზიანში დაშლიგინობენ. მაგას აწი თუ დაემატება თორემ აქედან მაგის წამღები რუსეთის ხათრით არავინ არაა. აბრამსების საქართველოში ყოფნა არ ნიშნავს აბრამსების საქართველოში ყოფნას. ესაა მათი მიღების, ტრანსპორტირების, განთავსების, კონსერვაციის, მომსახურების და სხვა ინფრასრუქტურის არსებობა. არარაფერს ვიტყვი და აბა ერთ ამერიკელ ჯარისკაცს ვინმემ ალმაცერად შეხედოს-ზე. ასევე მზადაა პორტები: რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში, ლიტვაში, ლატვიაში.

 

1988 წლის სამხედრო სწავლებებში თუ მოახერხა შტატებმა და 14 დღეში დასავლეთ ევროპის სამხედრო თეატრისთვის 125 ათასიანი სამხედრო კონტიგენტი გადაისროლა და „ბრძოლაში“ ჩააბა - ზემოთ ნახსენებ 30 დღეში მოასწრებს ნეტავ? ვისთვისაც ეს შეკითხვა საეჭვოა დაუფიქრდეს! უკვე რამდენი ყავს ნატოს სხვა წევრებს ევროპაში, რამდენია ინგლისში, რამდენი აზიაში და არაწევრი და მოკავშირე რამდენი ეყოლება სხვა ქვეყნებში? ახლა რუსეთის მოკავშირე დამისახელეთ. სომხეთის და ნიგერია-ასადის გარდა. მერე გავალ! ჩემით გავალ.

 

P.S. თუ ვინმე გამოკორკოტებულს თავში ჩინეთი უტრიალებს და ენის წვერზე ატომი ადგას, ან ჩემი მანამდელი სტატიები წაიკითხოს და თუ მანდამაინც ჩემსას არ დაიჯერებს საერთოდ რამე წაიკითხოს სანამ „დენ პაბედის“ ტაქტს საჯდომს ააყოლებს.

 

თქვენი მონა-მორჩილი და ჩემი ქვეყნის ამაოხრებელი რუსეთის უაღრესად არაპატივისმცემელი - თეიმურაზ ხუნდაძე. თბილისი. 9 მაისი. 2016წ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !