ვირჯინიის ჩრდილოეთ ნაწილში, ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა , რასაც ორი ჟირაფი ემსხვერპლა.ცეცხლი ზოოპარკის ტერიტორიაზე მდგარ ორსართულიან ნაგებობას მოედო, როდესაც დაწესებულება დაკეტილი იყო.
ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს ორი ცხოველი მკვდარი დახვდა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვა ცხოველები არ დაშავებულან.
ხანძრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.