
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებობდა. სრულწლოვან ბრალდებულებს სასამართლომ 16-16 წელი მიუსაჯა, ხოლო არასრულწლოვნების სასჯელის ზომა 16 მარტს გახდება ცნობილი.
პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რო მოსამართლემ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილბეა მიიღო და განაჩენს გაასაჩივრებენ