
სოფელ ხიბულაში ასაკოვანი მამაკაცი გაძარცვეს და აწამეს. როგორც ცნობილი გახდა, 84 წლის ა. ადამია სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა ორი უცნობი მამაკაცი მივიდა, გაეცნენ, როგორც სოციალური აგენტები. სახლში შესვლის შემდეგ მისი გაძარცვა დააპირეს.
წინააღმდეგობის გაწევის გამო მათ მამაკაცი დააბეს, სცემეს და აწამეს, შემდეგ კი გააუთოვეს. ბოროტმოქმედებმა 70 ლარი, ოქროს ბეჭედი და თოფი წაიღეს.
შს სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლითაა აღძრული.