-
2014-03-11 16:26
ჟურნალისტი ეკატერინე სერგაცკოვა წერს, რომ ბაღჩისარაის სამხედრო ნაწილი მთლიანად „მწვანე კაცუნების“ კონტროლქვეშაა. ასე უწოდებენ რუსი სამხედროებისა და პრორუსი აქტივისტების ნარევს, რომლებიც უკრაინული ნაწილების ბლოკადას ახორციელებენ.
ჟურნალისტი წერს, რომ აპირებს შეხვდეს უკრაინელ ოფიცერს, რომელმაც ნაწილი პრორუსებს და რუს სამხედროებს ჩააბარა. ამ პროცესის დროს 30-მა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ დანებებაზე უარი განაცხადა და ნაწილი დატოვა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაღჩისარაის სამხედრო ნაწილის მეთაური რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს.
როგორც გაირკვა, უკრაინელი მეთაური, უბრალოდ, დათვრა და პრორუსულად განწყობილ აქტივისტთა მხარეს გადავიდა. ეკატერინე სერგაცკოვა წერს, რომ მასთან შეხვედრას და საუბარს აპირებს.
„ძნელია, ხედავდე, როგორ დადიან უკრაინელი სამხედროები ნიღბიან შეიარაღებულებს შორის. პრესასთან კონტაქტზე არავინ გამოდის. ველოდები შეხვედრას ქალაქის მერთან“, - წერს ჟურნალისტი.