ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

Image

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში პარაოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. თავდაცვის სამინისტროდან ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე მიმდინარეობს.

დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარაოლიმპიადაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში 244 მონაწილესთან ერთად წარმატებით იასპარეზეს. ოქროს მედლის მფლობელი მსუბუქი კატეგორიის დაშავებულებს შორის სერჟანტი ბახვა დარსალია გახდა, I კლასის რიგითმა გიორგი კოჭუაშვილმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საშუალო კატეგორიის დაშავებულთაგან, უმცროსმა სერჟანტმა - იაკობ ზოსიაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

 

სან-დიეგოში მიმდინარე მსოფლიო პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველმა სამხედროებმა მშვილდისრით სროლის, 10 კილომეტრიან მანძილზე ხელით ველორბოლასა და 30 კილომეტრიან დისტანციაზე ველოსპორტის შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

 

პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველი სამხედროები სირბილისა და ცურვის ტურნირებშიც იასპარეზებენ.

 

ჩემპიონატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო ასპარეზობს. პარაოლიმპიადაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული, 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 

მსოფლიო პარაოლიმპიადის ფინალი პენდელტონის ბაზაზე 13 მარტს გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები სპორტის ყველა სახეობაში ინდივიდუალური შეჯიბრის დროს მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?