-
2014-03-11 08:47
"პატრიარქის სანთელი და გაოგნებული მინისტრები" – ამ აღწერით გავრცელდა ვიდეო "ფეისბუქზე", რომელიც მახათას მთაზეა გადაღებული.
მახათას მთაზე სასულიერო პირებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ღია ცის ქვეშ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სანთელი აანთო, პირჯვარი გადაიწერა და გაიარა, ხოლო ადგილზე დარჩენილმა რამდენიმე მინისტრმა სანთლის ანთება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა.
კადრში ჩანან გაოგნებული ნოდარ ხადური და ლევან ყიფიანი, რომლებიც სანთელს თვითონ ვერ ანთებენ, მაშინ, როცა პატრიარქის მიერ ანთებული სანთელი ისევ იწვის. ვიდეომ დიდი დაინტერესება გამოიწვია.