
თბილისში, ახვლედიანის აღმართზე ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.