მარტის შემდეგ ევროპაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა

Image

გასული დღე-ღამის მანძილზე ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.

კერძოდ, საფრანგეთში ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 242 ადამიანი, მათგან 152 საავადმყოფოებში და 90 ხანდაზმულთა სახლებში. ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ რჩება 28 ათასი ადამიანი, რომელთაგან 4 682 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

იტალიაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 260 ადამიანი, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 31 მარტის შემდეგ ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა დიდი ბრიტანეთშიც.

ესპანეთში კი, გასული დღის მონაცემებთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხვი 25 პროცენტით შემცირდა. დაიღუპა 288 ადამიანი, რაც 20 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გერმანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 140 ადამიანი ემხვერპლა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !