ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ 19“-ზე გამარჯვება

Image

დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, –  ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა, რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან და აღნიშნა, რომ ყველა ეს ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით განხორციელდება.

„დღეს ჩატარადა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება „კოვიდ 19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.  მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდდება ჯანდაცვის სამიინსტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჩქიოვანმა.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციის გავცრელების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ დავიცვათ მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსენება ეკონომიკური შეზღუდვები და გარკვეულწილად მსუბუქდება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს“, – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

როგორც მან განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქებმა მოქალაქეებმა არ უნდა აღიქვამ ინფექციაზე გამარჯვებად, არამედ ეს არის შესაძლებლობა და მორიგი ეტაპი.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქუება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს „კოვიდ-19“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !