-
2014-03-07 14:10
უკრაინული მედია რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოსკოვის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
იანუკოვიჩის თანამებრძოლების განცხადებით, მათ უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი როსტოვში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ არ უნახავთ, სწორედ ამიტომ, უკრაინული მედია ავრცელებს ინფრომაციას იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით კი იანუკოვიჩი ცოცხალია და იგი უბრალოდ გაციებულია.