გიორგი კალანდია: "უნდა მივხვდეთ, რომ ჩაცმას ჭამას, გართობას, ფუფუნებას არ უნდა შევწიროთ ყველაფერი ცოცხალი..."

Image

ისტორიკოსი და ჟურნალისტი, გიორგი კალანდია კორონავირუსის შემდეგ შესაცვლელ დამოკიდებულებებზე წერს და აღნიშნავს, რომ სამყარო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც  ადრე იყო…

 

“უკვე დროა, ამაზე ხმამაღლა ავლაპარაკდეთ!
დიახ, უკვე ყველა ვხდებით, რომ სამყარო და მათ შორის საქართველოც, ისეთი ვეღარ იქნება, როგორც მანამდე იყო! ვერ ან არ უნდა იყოს უაზროდ აჩქარებული, გარემოსადმი აგრესიული და ისეთ არაფრის მომცემ პრიორიტეტებზე ორიენტირებული, როგორიც პანდემიამდე იყო! ამ საერთო საკაცობრიო ჟამიანობამ მთელს პლანეტას და მათ შორის ჩვენც დაგვანახვა, რომ ბევრი უნდა დავუბრუნდეთ სოფელს, მიწის დამუშავებას, უფრო ლმობიერად უნდა მოვექცეთ ბუნებას, მოვიხმაროთ მინიმალური, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მაქსიმუმი.

თურმე ყველა ჩვენგანს შეგვიძლია, ვიცხოვროთ მშვიდ და უხმაურო ქალაქში, სადაც ჰაერი სუფთაა, დილა კი ჩიტების ჭიკჭიკით იწყება და არა მანქანების ზათქით!

უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს ჩაცმას, ჭამას, გართობას, ფუფუნებას არ უნდა შევწიროთ ყველაფერი ცოცხალი, რაც ჩვენ გარშემოა, თუ ჩვენს კარგ სახლებს, მანქანებსა და ბრენდებს ყველაზე ღირებულში ეკოსისტემაში გავცვლით, მაშინ მინიმუმ 4 კედელში, მაქსიმუმ კი 4 ფიცარში გამოკეტილი ვრჩებით!

ჩვენ, კაცობრიობის შვილები უნდა მივხვდეთ, რომ ყველა ჩვენი მეცნიერული მიღწევა, გენიალური იდეა, არქიტექტურული შედევრი და ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშიც კი ფუჭია და არაფრის მომცემი, თუ ბუნების ბალანსი დაირღვა! სწორედ ამიტომ გენიალური ვაჟა-ფშაველა წერდა: „ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმუნებს და მის ტკივილს არ გაიზიარებს. ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე…“

დღეს მარტონი დავრჩით, იმედია, მდინარე ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამშრალა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !