საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნეოფაშისტები უწოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმი ნეოფაშისტური იყო, რასაც უმცირესობის დეპუტატების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.