
ცნობილმა იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა 19 დეკემბრის გადაცემის მონოლოგში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფრიდრიხ ნიცშეს კრიტიკაზე, თამაზ თამაზაშვილის გამონათქვამებზე და სხვა აქტუალურ თემებზე იხუმრა.
„ამას, ეტყობა, ნიცშეც „ნაციონალი“ ჰგონია - არ ეთანხმება“, - თქვა ჯავახიშვილმა, - „ამის შემდეგ პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ნიცშეს წინააღმდეგ, უმსგავსობების დაწერის გამო. მოწმეებიც ჰყავს, სხვათა შორის, თუმცა, ჯერ არ ეუბნებიან, რომ გარდაცვლილია“.
შენიშვნა: ვიდეო აღებულია გადაცემის ოფიციალური გვერდიდან „იუთუბზე“