ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" საარჩევნო სისტემის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

Image

2020 წელს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ განცხადებას ავრცელებს.

 

„მოგეხსენებათ, რომ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თითოეულმა წევრმა მხარი დავუჭირეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს. ვთვლით, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. სწორედ მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის გამო ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს არჩევნებში მონაწილეობისაგან ან იძულებულია ხმა მისცეს არა მისთვის სასურველ ძალას, არამედ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პარტიის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღესაც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამართლებრივ ინიციატივას, რომელიც შეამცირებს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს და გაზრდის საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პლურალიზმს. საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე. ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ვგეგმავთ დამატებითი კონსულტაციების გამართვას საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, კონსტიტუციონალისტებთან და საარჩევნო სისტემის ექსპერტებთან“ - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

ირინა ტორონჯაძის ჯვრისწერა(ფოტოები)

2020-01-29 15:10
ირინა ტორონჯაძემ სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ფოტოები გამოაქვეყნა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში მაია ბარათაშვილის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

2020-01-29 13:38
3 მარტს,  თბილისის საკონცერტო დარბაზში მაია ბარათაშვილის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

სირცხვილია გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება-მდინარაძე ბოკუჩავას

2020-01-29 13:28
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თონა ბოკუჩავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...

ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს, ეპიდემიოლოგები სწავლობენ

2020-01-29 12:18
  ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას, რომელსაც ვირუსული ინფექცია აქვს,...
რჩეული ვიდეოები

დღის ფოტო- კარანტინი უხანში და ცარიელი ქუჩები(ვიდეო)

2020-01-29 14:57
დღის ფოტო- კარანტინი უხანში და ცარიელი ქუჩები

რა რეაქცია ჰქონდათ თურქეთში მიწისძვრის დროს წამყვანებს პირდაპირ ეთერში

2020-01-25 12:04
გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს რა სიტუაციაა ერთ-ერთ ტელევიზიაში მიწისძვირს დროს.

სალომე ზურაბიშვილს ებრაელების თანადგომისათვის ჯილდო გადასცეს(ვიდეო)

2020-01-22 11:18
სალომე ზურაბიშვილს „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლესი ჯილდო გადასცეს.

იუსტიციის სამინისტრო საპატიმროში გადაღებულ ვიდეოს ასაჯაროვებს (ვიდეო)

2020-01-21 15:45
საქართველოს პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის წლის ანგარიში მოისმინეს, ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1871
0.0043
100
RUB
 - 
4.6063
0.0250
1
USD
 - 
2.8929
0.0015

გუშინ:

ჰიტები:3715 უნიკალური:2879

მიმდინარე:

ჰიტები:??? უნიკალური:???