
დღეს, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.
მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლე, ნათია ბანძელაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ეს დღე ყველასია, მაგრამ ჩვენი არა... ცაში კი არა, გულში ფრიალებ... რამდენი რამე მოხდა უშენოდ... მაგრამ ყველაფერი შენით იწყება... მიყვარხარ, გვიყვარხარ ჩვენო ზღაპრის გმირო, გოგიჩა ბაბუ.“