
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება შეუწყდა.
ომარ მახარაძის საკითხი ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ დღის ბოლოს განიხილა. დახურულ სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ სტუდენტებიც, თუმცა მათ ამის უფლება არ მიეცათ.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი 19 წლის გოგოს სოლიდარობას უცხადებენ. თავად ომარ მახარაძე მიწვევის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა.