სტიქია აჭარაში. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა, ქვის ლოდებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,დაზიანდა ავტომობილი.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუშაობდა - სპეცილისტები გზის გაწმნედას ცდილობდნენ. გზაზე ჩამოტანილმა ლოდებმა და დიდი რაოდენობით მიწამ, ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო საცობიც შექმნა.
3 საათიანი მუშაობის შემდეგ ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.