დიდთოვლობისგან დაზარალებულ იაპონიაში ვულკანმა გაიღვიძა. კუსაცუ-შირანის კრატერში რამდენიმე მცირე აფეთქება მოხდა. შედეგად ახლოსმდებარე სამთო სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა.
ამ დროს მთიან რეგიონში ტურისტებთან ერთად, სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, 15 კი დაშავდა.
ვულკანის აქტივბობის გამო რეგიონში ისევ ზვავსაშიშროებაა. სამაშველო სამსახურის ინფრომაციით, მთლიანობაში დიდთოვლობის გამო ცენტრალურ იაპონიაში 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.