მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ და შეხვედრას ითხოვენ

Image

მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და არ დაძლიონ ვეტო.

 

 

პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ.

 

მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას 52 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს. ერთობლივ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. მოგიწოდებთ, პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზიაროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ, კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები“, - ნათქვამია მიმართვაში.


მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის.
მას ხელს აწერენ:

1. ტელეკომპანია იმედი
2. ტელეკომპანია რუსთავი 2
3. ტვ პალიტრანიუსი
4. რადიო პალიტრა
5. ტვ პირველი
6. BMG ბიზნესმედია ჯორჯია
7. ტელეკომპანია კავკასია
8. ტელეკომპანია იბერია
9. ტელეკომპანია ობიექტივი
10. ტელეკომპანია სტარვიზია
11. რადიო თბილისი
12. რადიო ჰერეთი
13. რადიო კომერსანტი
14. რადიო მაესტრო
15. რადიო ვინილი
16. რადიო ქართული ვინილი
17. ტვ ვინილი
18. რადიო NRJ
19. მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა
20. რადიო მწვანე ტალღა
21. რადიო დარდიმანდი
22. ტვ 25
23. TV ოდიში
24. გურია TV
25. მეცხრე ტალღა
26. TV რიონი
27. რადიო რიონი
28. ტელეკომპანია თრიალეთი
29. ტელეკომპანია გურჯაანი
30. TOK TV
31. რადიო ჰარმონია
32. რადიო ათინათი
33. რადიო ოდიში
34. AB -მაუწყებელთა ალიანსი
35. გაზეთი რეზონანსი
36. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
37. საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო
38. ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“
39. საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge
40. ახალი გაზეთი
41. სამხრეთის კარიბჭე
42. ,,ჩემი იმერეთი”
43. მთავარი სამეგრელო
44. ოკრიბანიუსი
45. გურიანიუსი
46. კახეთის ხმა
47. ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი
48. svanetiinfo.ge
49. გაზეთი პოსტსკრიპტუმი
50. თრიალეთის ექსპრესი
51. კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი
52. რადიო "ფორტუნა"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !