
ჩეხეთში დიდთოვლობის გამო საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ათეული მანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. 19 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო პრაღისა და ბრნოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, სადაც თოვლიან გზაზე ჩარჩენილი მგზავრების გამოსაყვანად სამაშვცელო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.