
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა.
21 წლის ქართველმა მომღერალმა ფინალში ხმების 50,1% მოიპოვა და კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა. გადამწყვეტ ტურში მან 4 სიმღერა შეასრულა. ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა.
მისი მწვრთნელი ფინური როკ ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.