
პარლამენტის შენობის წინ თბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა.
ღია ცის ქვეშ სპეციალურად ამ დღისთვის აშენებულ სცენაზე პარლამენტთან კონცერტიც გაიმართა.
გორის ქალთა გუნდმა და გორის მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერების პოპური წარმოადგინეს.