21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ონლაინ კაზინოებზე წვდომა აიკრძალება

Image

21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ონლაინ კაზინოებზე წვდომა გართულდება. ხელისუფლება ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე დარეგისტრირებული ადამინების ანგარიშები უნდა გაუქმდეს.

 

შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი ბაზა და ასევე აზარტომანების შავი სია. განმარტებაში მითითებულია რომ კანონპროექტის მიზანი აზარტული თამაშებიდან არასრულწლოვნების და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჩამოშორებაა. 

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯია, რადგან პრობლემის ამ ფორმით მოგვარება შეუძლებელია. მისი მიღების შემთხვევაში ფინანსურად დაზარალება როგორც ბიზნეს სექტორი, ასევე ბიუჯეტიც. მათივე თქმით, კანონპროექტის არსებობა მხოლოდ მისი პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ შეიტყვეს. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი ფიქრობენ, რომ არალეგალური ე.წ. ხელზე თამაშები  რეალური საფრთხე იქნება.

მთავრობის ინიციატივა არც ფსიქოლოგებისთვის არის მისაღები. სპეციალისტები თვლიან, რომ კანონპროექტზე მუშაობისას აუცილებელი იყო სპეციალისტების ჩართულობა. ფსიქოლოგების აზრით აზარტომანებზე აკრძალვა უკურეაქციას იწვევს. მათი სიების მეშვეობით სხვა საზოგადოებისგან გამოყოფა კი დისკრიმინაციად მიაჩნიათ.

საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ინიციატივას საგაზაფხულო სესიაზე მიუბრუნდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია გაითვალისწინებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს სექტორისა და ფსიქოლოგების რჩევებს.

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !