
ნატრონის ტბა ტანზანიაში ცნობილია იმით, რომ მის სიახლოვეს გვხდება გაქვავებული ფრინველები.
მარილიანი ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში. მდებარეობს ჩრდილოეთტანზანიაში, კენიის საზღვართან. ტბის სიღრმე უმეტესად სამ მეტრამდე აღწევს. წყალი ტბის სანაპირო ზოლს ცვლის წელიწადის დროებისა და წყლის დონის მიხედვით. ზედაპირის ფართობი შეადგენს 600 კმ²-ს.
დაჭაობებულ ადგილებში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდ ნიშნულს უახლოვდება — 50 °C. ნატრონი იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს (რაც განპირობებულიამიკროორგანიზმებით, რომლებიც ტბაში ბინადრობს).
მის ზედაპირზე შეხვდებით სხვადასხვა ჩიტის გაქვავებულ ფიტულს. ეს ფაქტი რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია. ტბის ზედაპირი იდეალურად ირეკლავს სინათლეს, ამიტომაც ჩიტები ხვდებიან მისი ტყვე, თითქოს იდეალურად კრიალა სარკე ყოფილიყოს. ტბის ტემპერატურა 60 ცელსიუსზე მეტია, ბუმბულიანები ნელ-ნელა იხარშება მასში. ნარტონის ტბას მარილის დიდი შემცველობა აქვს, სწორედ ამის გამო იქ მოხვედრილი ფრინველები დროთა განმავლობაში იქცევიან კირქვად.