საქართველოს შესახებ რეკლამა BBC ისეთ ცნობილ გადაცემებშია როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source.
ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებულები არიან.
ზამთრის სეზონის საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება 6 დეკემბერს დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება და მაყურებელი 264-ჯერ იხილავს.
ტელეკომპანია BBC World News-ის მაუწყებლობა 200-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. BBC-ის 434 მილიონი მაყურებელი ჰყავს.