2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი საკუთარ კანდიდატურას მეოთხე ვადით წარადგენს .
„დიახ, მე მივიღებ მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა. 2008- 2012 წლებში იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი. 2012 წლიდან კი მესამე ვადით, კვლავ პრეზიდენტია.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2018 წლის მარტში გაიმართება.