რაჭაში მომხდარ უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა.
დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან. საქმე აღძრულია სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.