უკრაინის შსს: სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ გვაქვს

Image

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობს. 

 

ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და გადასცა, მაგრამ ეს მისი დაკავების საფუძვლად არ გამოდგება. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მიხეილ სააკაშვილს არა სისხლის სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება და 2.400-დან 8.500 გრივნამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

 

ამის შესახებ სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ვლადიმირ შერემეტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დაადასტურა, რომ საზღვრის დარღვევის პროტოკოლი უკვე შედგენილია და მასში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მონაწილეობდნენ. 

 

მისი თქმით, ქმედება, რომელიც სააკაშვილმა შეგინის პუნქტთან ჩაიდინა, მასობრივად, ჯგუფთან ერთად საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით ისჯება. 

 

იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს მაქსიმალური ზღვარის გადახდას დაავალდებულებენ, გამოდის, რომ მას დაახლოებით 360 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა მოუწევს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ზალცბურგის ქართული სკოლა და ოთხი მასწავლებელი

2017-09-26 01:23
ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს ერთი წლის წინ სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს: სალომე და სოფო...

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ტვ "ოდიშზე" საბავშვო გადაცემას წაიყვანს

2017-09-15 00:37
საბავშვო გადაცემა "ფერადი ამბები", რომელიც ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში განახლებული...

ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625 ლარიანი პრემია, ბორჯომის გამგებელს კი 1250 ლარიანი

2017-09-14 11:45
თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე...

ხელმძღვანელობამ ბიჭები ამბრაზურაზე შეაგდო - მესაზღვრეები "სააკაშვილის გარღვევის" შესახებ

2017-09-14 03:59
ლუგანსკის სასაზღვრო რაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი დეინეკო აცხადებს, რომ შეგინის...
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

უნდა ფრიალებდეს თუ არა რომელიმე ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო შენობებზე რუსეთის დროშა?


ვალუტა

1
EUR
 - 
2.9344
0.0000
100
RUB
 - 
4.3213
0.0000
1
USD
 - 
2.4864
0.0000

გუშინ:

ჰიტები:398 უნიკალური:311

მიმდინარე:

ჰიტები:39 უნიკალური:37