
"ინტერსიტის" მატარებელი, რომელიც პერემიშლიდან(პოლონეთი) კიევის მიმართულებით თბილისის დროით, 15:00 საათზე უნდა დაძრულიყო, სადგურზე ამ დრომდე დგას.
როგორც მიხეილ სააკაშვილი და მასთან ერტად მყოფი პოლიტიკოსები და დეპუტატები აცხადებენ, მატარებლის მემანქანეთა ჯგუფმა და სადგურის სადისპეტჩერომ მიიღო ბრძანება, რომ მატარებელი არ დაიძრას, სანამ მიხეილ სააკაშვილი მას არ დატოვებს.
ამის შესახებ დისპეტჩერმა ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობითაც გამოაცხადა: "მატარებელი მხოლოდ მას შემდეგ დაიძვრება, რაც მას ბატონი მიხეილ სააკაშვილი დატოვებს".
მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში მატარებლის ვაგონშია და მედიას მიმართვას: "წარმოგიდგენიათ, რა მხდალებთან და ლაჩრებთან გვაქვს საქმე? ხედავთ, რა მეთოდებს იყნებენ?", - ამბობს სააკაშვილი.
მისი შტაბის წევრებმა მედიას მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პაპორტი წარმოუდგინეს, რომლითაც მატარებლით მგზავრობა დაშვებულია:
"იმ შემთხვევაში, თუ საბუთებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არსებობს, ეს ლაფსუსი მესაზღვრეებმა უნდა გამოავლინონ, ანუ მატარებელი ყველა შემთხვევაში უკვე გასული უნდა იყოს", - ამბობენ სააკაშვილის შტაბის წარმომადგენლები.