
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შევა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად მატარებლით იმგზავრებენ პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და უკრაინის რადის დეპუტატები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან.
შეგახსენებთ, "კრაკოვეცის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილს 3.000-დე მხარდამჭერი ელოდებოდა. მათ იქ კარვების ბანაკი ჰქონდათ გაშლილი. იქვე იმყოფებოდნენ ე.წ. "ტიტუშკებიც", რომლებიც კონტრაქციას ატარებენ.