ცესკომ 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაქვეყნა

Image

ცესკო მონაცემებს აქვეყნებს, რომლელთა მიხედვითაც, 2017 წლის 2-4 სექტემბრის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი.

 

ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 46 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.

 

მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს.

 

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.

 

დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.

 

აღსანიშნავია, რომ ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 - ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.

 

ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.

 

აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

 

მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?