სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ავტომობილი აფეთქდა.
ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ შეძლო, რადგან წყალი არ ეყოთ და ავტომობილი მთლიანად დაიწვა..შემთხვევის შემდეგად არავინ დაშავებულა. ტურისტებმა ცეცხლის გაჩენისთანავე ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება საერთოდ არ შესულა,მაშველები შემთხვევით აღმოჩნდნენ ადგილზე და მათ მოვალეობა პირნათლად შეასრულეს.