
ხულოს რაიონის სოფელ ყინჩაურში 60- მდე ოჯახი შიშობს, რომ ხულოსა და შუახევში მშენებარე ჰესის ერთ-ერთი გვირაბი, რომელიც ამ სოფელზე გადის, სოფელს დამეწყვრის საფრთხე უქმნის.
ადგილობრივები ამბებენ, რომ სოფელში გაჩნდა ნაპრალბი, დაშრა წყალი და მოსავლის რაოდენობამაც იკლო. ის , რომ სოფელში მეწყერსაშიში ზონები არსებობს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაკვეთილი გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს , ამის მიუხედავად, ხულოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ , რომ ეს განსახლების აუცილებლობას არ წარმოადგენს და სოფელს საფრთხე არ ემუქრება. დეტალები "ნიუსვოისში", სოფიო ნამორაძის სიუჟეტში.