
მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 25 წლის სოპრანო, "მის საქართველო-2010"-ის მონაწილე და "მის ინტელექტის" პრიზიორი - ანა ბუბაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი და საოპერო მომღერალი თამარ იერი ავრცელებენ.
თამარ ივერი მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე წერს. მისი თქმით, დედას, რომელიც მოსკოვში ჩაფრინდა, ეზოში შესულს იქ პოლიცია და ლენტით შემოსაზღვრული ტერიტორია დახვდა, მერე კი გაიგო, რომ შვილი დაეღუპა:
"მოსკოვში, მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა... კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღსალამათი ძმა... ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა, არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!!", - წერს თამარ ივერი.