
„იმას, რაც კორცხელში გააკეთეს, აქ ვერ გაბედავენ“ - აცხადებდნენ დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, მაშინ ახალგაზრდების აგრესიულმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა შეძახილებიოთა და სტვენით სცადა.
ადგილობრივთა პროტესტის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ და ამაში ისევ ნაციონალური მოძრაობის წევრები დაეხმარნენ. ჯიხაშკარელები დღეს აცხადებენ, რომ თუ მსგავსი ჯგუფები კიდევ გამოჩნდებიან, შესაფერის პასუხს მიიღებენ.