
"პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ბედუკაძე ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ვალერი კვარაცხელიას პარტია "ნეიტრალური საქართველოს" სიაში აღმოჩნდეს. ვალერი კვარაცხელია "ცენტრისტების" ერთერთი დამფუძნებეოლიც იყო.
"ძალაინ ბევრი პარტიაა, რომლებმაც ცესკოში უკვე გაიარეს რეგისტრაცია. შესაძლებელია, ჩვენ (ვლადიმირ ბედუკაძე და თემურ ხაჩიშვილი, - რედ.) რომელიმე მათგანში გვიხილოთ, მათ შორის, არ არის გამორიცხული ეს იყოს ვალერი კვარაცხელიას პარტია „ნეიტრალური საქართველო“, - ამბობს ის.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ბედუკაძისა და თემურ ხაჩიშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია "ცენტრისტების" რეგისტრაცია ცესკომ გააუქმა, ხოლო თავად ვლადიმირ ბედუკაძეს პროკურატურამ სახელმწიფო დაცვა მოუხსნა.